ბლოგი

Buick Encore 2013-2016 ზოგადი მახასიათებლები

2024 Oct 31

Buick Encore 2013-2016 არის კომპაქტური ზომის SUV, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომფორტით, მძღოლის მხარდაჭერის თანამედროვე სისტემებითა და ეკონომიურობით. მოდელი განკუთვნილია ქალაქში და გრძელ მანძილებზე კომფორტული მგზავრობისთვის.

  • დიზაინი და ექსტერიერ

Buick Encore 2013-2016-ს აქვს ელეგანტური და დახვეწილი დიზაინი, კომპაქტური ზომით, რომელიც ქალაქში მარტივ მანევრირებას უზრუნველყოფს. მოდელს ახასიათებს Buick-ის კლასიკური გრილი,  დღის განათება და ალუმინის დისკები, რაც დამატებით სტილსა და ელეგანტურობას მატებს. 2015 Buick Encore Prices, Reviews, and Photos - MotorTrend

  • ინტერიერი და კომფორტი 

Encore 2013-2016-ის ინტერიერი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მასალებითა და კომფორტული, სივრცით უზრუნველყოფილი სალონით. სავარძლები შექმნილია ხანგრძლივი მგზავრობისთვის და აქვს მრავალდონიანი რეგულირების შესაძლებლობა. ძირითადად სალონის გაფორმება შავი და ღია ნაცრისფერი ტონებით არის შესრულებული, რაც კლასიკური და თბილი ატმოსფეროს ქმნის.

2015 Buick Encore - Specs, Prices, MPG, Reviews & Photos | Cars.com

  • ტექნიკური მახასიათებლები

Buick Encore 2013-2016 აღჭურვილია 1.4 ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 138 ცხენის ძალას. ეს ძრავი უზრუნველყოფს როგორც ქალაქში, ისე ტრასაზე ეფექტურ და ეკონომიურ მუშაობას. მანქანას გააჩნია 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და ყავს მოდელები როგორც  წინა თვლების ამძრაობით, ასევე სრული ამძრაობის 4x4 სისტემით. 2017 Buick Encore Premium Test Drive Review | AutoTrader.ca

  • უსაფრთხოება და მხარდაჭერის სისტემები

Buick Encore 2013-2016-ის უსაფრთხოების პაკეტში შედის სტანდარტული ფუნქციები, როგორიცაა: უკანა ხედვის კამერა, საბურავების წნევის მონიტორინგი, სტაბილურობის კონტროლი და ანტი-ბლოკირების სისტემები.

  • საწვავის ხარჯი

Buick Encore 2013-2016 გამოირჩევა საწვავის ეკონომიურობით: ქალაქში საშუალოდ 9 ლიტრია 100 კმ-ზე, ხოლო ტრასაზე - დაახლოებით 7 ლიტრი, რაც ამ კლასის ავტომობილებისთვის საკმაოდ ეფექტურია.

მისი 4x4 მოდელი შედარებით მეტ საწვავს მოიხმარს. ქალაქში დაახლოებით 10.7 ლიტრი 100 კილომეტრზე, ტრასაზე 8.4, ხოლო შერეული 9.4 

20 things You Can Do to Save Gas While Driving

GMparts.ge გთავაზობთ ამ მოდელის სათადარიგო და ვიზუალის ნაწილებს  "ადამიანურ ფასად"!